10 ივლისი 2025
დღეს თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან, ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან დავით მაქაცარიასთან და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთან ალექსანდრე გრიგალაშვილთან ერთად დღის ცენტრს "მშობელთა ხიდს" ეწვია და დაესწრო „პარაორკესტრის" მიერ შესრულებულ კონცერტს სახელწოდებით „მუსიკა ქართული ანიმაციური ფილმებიდან".
"შესანიშნავ კონცერტს ვუსმინეთ „პარაორკესტრის" შესრულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო მონაწილეებს ზღვა ემოციებისთვის, ასევე მადლობას ვუხდი აღნიშნული ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თეონა ყაჭეიშვილს მოწვევისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მას და სრულ კოლექტივს ყველა ახალ წამოწყებასა და აქტივობაში. „ მშობელთა ხიდთან" ჩემი მეგობრობა და თანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის და აქ სტუმრობა ძალიან მახარებს. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ შშმ ბავშვთა და მოზარდთა კეთილდღეობაზე, მათ უფლებებზე ზრუნვა პრიორიტეტული საკითხია, რომელზეც მუდმივად ვმუშაობთ და ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის ვალია, "- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026
საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026