01 დეკემბერი 2022 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრ ლევან აბაშიძესთან ერთად, დღის ცენტრს "მშობელთა ხიდს" ეწვია.
საკრებულოს წევრებს ცენტრის ხელმძღვანელმა თეონა ყაჭეიშვილმა უმასპინძლა და გარემო დაათვალიერებინა, სადაც ბენეფიციარები შესაბამის თერაპიებს გადიან. მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა სტუმრებს „მშობელთა ხიდის“ მუშაობის პრინციპი გააცნეს.
დღის ცენტრში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძე და ლევან აბაშიძე ცენტრის პარაორკესტრის წევრებს შეხვდნენ. სპეციალისტებმა საკრებულოს წევრებთან, მუსიკის, როგორც საუკეთესო არტ-თერაპიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს.
„3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შშმ პირთა ყველა სფეროში ჩართულობის გაზრდაა. ბავშვთა და მოზარდთა უფლებებზე ზრუნვა, პრიორიტეტული თემაა.
შშმ პირთა ჯანდაცვის, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა თითოეულის ჩვენგანის ვალია. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურება. "მშობელთა ხიდის" მსგავსი ორგანიზაციების და დღის ცენტრების არსებობა ბენეფიციართა კეთილდღეობის და სრულფასოვანი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალ წამოწყებას და აქტივობას, რაც შშმ პირთა კეთილდღეობას ემსახურება",-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026