14 ივნისი 2023
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან, ერთად „ევექსის“ ახალი პოლიკლინიკის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
სტუმრებმა პოლიკლინიკის დირექტორთან, გიორგი გორდაძესთან, ერთად სამედიცინო დაწესებულების თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი „ევექსის“ ახალი პოლიკლინიკა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით არის დაკომპლექტებული.
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობაა. „ევექსის“ ახლადგახსნილ პოლიკლინიკაში სრული ამბულატორიული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, რაც ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებსა და ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას გულისხმობს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კლინიკაში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026