04 აგვისტო 2025
დიდი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სახელით მწუხარება გამოთქვა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ელდარ შენგელაიას შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ის, თავისი გამორჩეული ხელწერით, მუდამ დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში.
„თბილისის საკრებულოს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. მისი ფილმები, რომლებიც სამარადჟამოდ დაგვამახსოვრებენ ელდარ შენგელაიას სახელსა და ღვაწლს, მართლაც განსაკუთრებული ფენომენია ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფში. ბატონი ელდარის შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ის, თავისი გამორჩეული ხელწერით, მუდამ დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, კოლეგებს, მთელ სახელოვნებო საზოგადოებასა და მის ერთგულ მაყურებელს"- წერს ზურაბ აბაშიძე.
ელდარ შენგელაია იყო მრავალი ქართული და საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი. მათ შორის, იგი ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს და გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026