16 თებერვალი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილთან ერთად, ი. გოგებაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, თბილისის მერია ახორციელებს მეწყერსაშიში ტერიტორიების მუდმივ მონიტორინგს, რათა დროულად გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. მისი თქმით, საყრდენი კედლის მშენებლობა მეწყრის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც 25-მეტრიანი დამცავი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობას ითვალისწინებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შპს „ინსტალ +“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 150 000 ლარია გათვალისწინებული.
მთაწმინდის რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. გასულ წელს, რაიონში მეწყრის რისკის შემცირების მიზნით, გრუნტის დამჭერი ექვსი კედელი მოეწყო. ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის კედლის სამშენებლო სამუშაოები სამ სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე მთაწმინდის რაიონში კიდევ არაერთი მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმება.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026