27 სექტემბერი 2025 სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თარიღია და ამ ძმათამკვლელ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.
„27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე - საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თარიღია, რომელსაც ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. 300 ათასი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ამ ძმათამკვლელ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გავაგრძელოთ საერთო მიზნისკენ სწრაფვა – ვაშენოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანა, სადაც, ჩვენს ძმებთან, აფხაზ ხალხთან, ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026