22 ნოემბერი 2022
დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად , ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები დაათვალიერა.
„გრძელდება ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ.ავარიული ფერდი ქმნიდა საშიშროებას, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მოწყობა,რომელიც თებერვალში დასრულდება. კედელი განაპირობებს უსაფრთხო გარემოს,როგორც ვერეს ხეობის ასევე გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მოსახლეობისთვის.მინდა მადლობა გადავუხადო ყველას,ვინც ამ სამუშაოებს აწარმოებს'',-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ
სამუშაოების დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.