03 ნოემბერი 2022
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, კომპანიების „სანტე ლაქტალის ჯორჯია“, „სანტე ჯი ემ თი“-სა და ურბანისტ გივი კახაბრიშვილის მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა.
ვარკეთილი 3, II მიკრო რაიონის II ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე დაირგო.
გამწვანების აქციაში რევაზ სოხაძესთან ერთად, მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა ნინო ვარდოსანიძემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, ლევან არველაძემ და კომპანია წარმომადგენლებმა მიიღეს.
კამპანია „გაამწვანე სამგორი“ რევაზ სოხაძის ინიციატივით დაიწყო და ამ დროისთვის ასი ათასზე მეტი ხე-მცენარე დაირგო.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026