27 მაისი 2022
სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში მდებარე ახლადრეაბილიტირებული სარეკრეაციო სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. ახლადრეაბილიტირებული პარკის გახსნას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. სარეკრეაციო სივრცის გახსნაზე საკრებულოს სამგორის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილიც იმყოფებოდა.
პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა. სამუშაოების ფარგლებში, 3.5 ჰექტარზე თანამედროვე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სრულად ადაპტირებულია.
პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და გაჩნდა საპიკნიკე არეალები. პარკის ტერიტორიაზე 1 191 ძირი ხე, 13 930 ძირი ბუჩქი და 14 193 ბალახოვანი მცენარე დაირგო.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026