28 ივლისი 2022 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე გახსნა.
დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ მოეწყო.
“ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი მოეწყო. ჩვენთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და სპორტის პოპულარიზაცია. განახლებულ სკვერში შეიქმნა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები და დაირგო მცენარეები. ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნით კი უბნის მოსახლეობა ისარგებლებს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედანი - მოეწყო ბეტონის საფუძველი, ღობე, დამონტაჟდა კარები, ფარები, დაიგო რბილი საფარი.
გარდა ამისა, მოედნის გარშემო განთავსდა ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, ამასთანავე, დამონტაჟდა სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დაირგო მცენარეები.
დასასვენებელი სივრცე, დაახლოებით, 3 000 კვ. მ ფართობს მოიცავს. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ განახორციელა.