26 ივლისი 2022
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად ახალდაბაში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, მელიქიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობითი სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
,,ამ ეტაპზე ახალდაბაში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყო 3000-მდე კვ.მ ფართობზე გზის ახალი საფუძველი, დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება, რის შედეგადაც აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება'', - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საგზაო პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 200 220 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.