03 თებერვალი 2022
ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ფარგლებში, წლების განმავლობაში ამორტიზირებული შადრევნების კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება და პირვანდელი სახით, იმავე მასალით - გრანიტით და ბაზალტით აღდგება.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად გაეცნო. გარდა ამისა, მთლიანად შეიცვლება და დამონტაჟდება წყალმომარაგების თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა. მოსახლეობის თხოვნით კი, რეაბილიტაციის პროცესში პარკს საბავშვო ატრაქციონები დაემატება.
ვაკის პარკში, საკრებულოს თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.