27 ნოემბერი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ევროსაბჭოს კონგრესს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
ამას გარდა, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მუშაობას და ამ ნაწილში თანამშრომლობის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონგრესის მხარდაჭერა.
თავის მხრივ ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ მათი მხარდაჭერა დაადასტურეს და საკრებულოს წევრებს კონგრესის სამომავლო ხედვებზე, გეგმებსა და დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა ასევე ივნისში, თბილისში დაგეგმილი კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომის შესახებაც ისაუბრეს.
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026
ნინო ვარდოსანიძე: "ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს"
აპრილი 01,2026