06 აპრილი 2023
6 აპრილს დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ლეგენდარული კალათბურთელისა და ექიმის, ვაჟა გვანცელაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, აკადემიკოსმა გია თომაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ასევე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, მიმართეს.
ვაჟა გვანცელაძის საიუბილეო საღამოზე მის მოღვაწეობაზე, პიროვნულ ღირსებებზე, დიდ მიღწევებზე სპორტსა და მედიცინის განვითარების მიმართულებით ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.
ვაჟა გვანცელაძე ღირსების ორდენის კავალერი, სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, კალათბურთში სსრკ-ს ზამთრის თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი გახლდათ. ღვაწლმოსილი ექიმისა და ლეგენდარული სპორტსმენის დაბადებიდან 92 წელია გასული.
სპორტულ დამსახურებებთან ერთად, ვაჟა გვანცელაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, შინაგან სნეულებათა და დიაგნოსტიკის თერაპიის კათედრის გამგე; აგრეთვე ის არის 68 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოებისა და წიგნების ავტორი.
აღსანიშნავია, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკის რაიონში მდებარე ქუჩას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, კალათბურთელის, ვაჟა გვანცელაძის, სახელი დამსახურებულად მიენიჭა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026