28 თებერვალი 2024
თბილისის მერია დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ნიმუშების შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება 1-ელი მარტიდან დაიწყება. კონკურსს ნიმუშების შესარჩევი სპეციალურად შექმნილი კომისია წარმართავს, რომელიც ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.
დროშის და გერბის პროექტები ჰერალდიკური წესების დაცვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოთათვის დამახასიათებელი ჰერალდიკური ნორმებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ისტორიული, ეკონომიკური, გეოგრაფიული, კულტურული მახასიათებლებს, ან ერთ-ერთი მახასიათებლის ხაზგასმის საფუძველზე უნდა აიგოს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, რომლებმაც ნამუშევრები თბილისის მერიაში 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
კონკურსში მონაწილე ნიმუშების გამოსახულების პროექტები, შესაძლოა საკრებულოს შენობაში გამოიფინოს. გამარჯვებულ კონკურსანტს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.
კონკურსის პირობებისა და განაცხადების წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი.
https://tbilisi.gov.ge/news/15777
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026
თბილისის საკრებულოს სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
მარტი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026