23 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მოწვევით წიგნის -„აფხაზეთის სპორტული ქრონიკები“ პრეზენტაციას დაესწრო.
წიგნში, რომლის პრეზენტაცია „გარდენ ჰოლში“ გაიმართა, 250-მდე იმ ქართველი, აფხაზი, ბერძენი, რუსი, უკრაინელი და სომეხი სპორტსმენის ბიოგრაფიაა თავმოყრილი, რომელთაც სპორტის განვითარებაში საკუთარი ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვით.
პრეზენტაციის პარალელურად კი აფხაზეთიდან დევნილი წლის წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოვების ცერემონია შედგა. წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდო გიორგი ჩაკევტაძემ გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა მიიღეს.