25 დეკემბერი 2024
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.
როგორც გიორგი ტყემალაძე აცხადებს, უკვე 47 წელია უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლობს და მისი ღვაწლი ეკლესიის, ქვეყნის და ხალხის წინაშე ფასდაუდებელია.
"25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. იგი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მრავალი წელია თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითად იქცა. ვულოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ"- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
თბილისის საკრებულოს წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
მარტი 20,2026
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა
მარტი 19,2026
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026