27 ივნისი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ვაკის რაიონში, სამაჟორიტარო ოლქში 82-ე, 83-ე, 85-ე, 41-ე და 27-ე საჯარო ბაღებს ესტუმრნენ და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებების სპეციფიკა მოითხოვს მუდმივ განახლებას, ვინაიდან წლევანდელი მიღწევა, მომავალ წელს შეიძლება უკვე გამოწვევად იქცეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბაღების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა პატარების ჯანსაღი და სწორი განვითარებისთვის აუცილებელია. ასევე, ბაგა ბაღების გამართული მუშაობისთვის მიმდინარეობს ახალი მეთოლოგიების შემოტანა და დანერგვა. ამ მიმართულებით არსებულ წარმატებაში ლომის წვლილი აღმზრდელ პედაგოგებს მიუძღვით. პირველ რიგში მათი მაღალი პროფესიონალიზმის და შრომის დამსახურებაა ბაღების მუშაობაში მიღწეული პროგრესი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.