22 მარტი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო. დღესასწაული ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნოვრუზ ბაირამი ჩვენს იმ თანამოქალაქეებს მიულოცა, რომლებიც ამ უძველეს დღესასწაულს აღნიშნავენ.
„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, რომელიც არის განახლების, სიკეთის, იმედების სიმბოლო. დღევანდელ დღეს აღვნიშნავთ ისტორიულ ქალაქში და ამ ისტორიულ უბანში , რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის დიდი სიმდიდრე. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება მომავალში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, კეთილდღეობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებმა იხილეს აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და ირანის საელჩოების მიერ მოწყობილი სტენდები, სადაც წარმოდგენილი იქნა ნოვრუზის ტრადიციები და კულტურა. დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე გაიმართა კონცერტი. მასპინძლებმა და სტუმრებმა, ტრადიციის თანახმად, კოცონი დაანთეს.
ნოვრუზი ახალ დღეს, ბაირამი კი დღესასწაულს ნიშნავს. ამ უძველეს დღესასწაულს გაზაფხულის ბუნიაობაზე აღნიშნავენ.საქართველოში „ნოვრუზ ბაირამი" საერთო-სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.
აბანოთუბანში ნოვრუზის დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და ირანის საელჩოების წარმომადგენლები და ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025