14 მარტი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში იმყოფებოდა და აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის ბოლო მიწის ჩარშანბის დღესასწაული მიულოცა. გიორგი ტყემალაძემ მუზეუმში მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართველებისა და აზერბაიჯანელების ხანგრძლივი მეგობრული თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„ნოვრუზ ბაირამი მშვიდობის, სიკეთის და კეთილმეზობლური ურთიერთობების დღესასწაულია. მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამის ბოლო ჩარშანბის დღესასწაულს. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლეილა ალიევას დღევანდელი საზეიმო განწყობის შექმნისთვის, მისი დამსახურებით გავხდით ამ ლამაზი დღესასწაულის ნაწილი და ვიზიარებთ იმ განწყობას, რომელიც ნოვრუზს თან ახლავს. გისურვებთ, რომ „ახალი დღე“ იყოს სიკეთის, მშვიდობის, ბედნიერებისა და წინსვლის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმმა სტუმრებს ძველი თბილისური ნოვრუზის ტრადიციების შესაბამისად უმასპინძლა. მუზეუმის ეზოში სტუმრებს მუზეუმის ხელმძღვანელობა და საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე აზერბაიჯანელი ინტელიგენციის წარმომადგენლები დახვდნენ. მასპინძლებმა და სტუმრებმა, ტრადიციის თანახმად, მუზეუმის ეზოში კოცონი დაანთეს. ღონისძიების ფარგლებში, კონცერტიც გაიმართა, რის შემდეგაც სტუმრებს აზერბაიჯანული ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ.
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026
ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ UCLG-ის აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
აპრილი 14,2026