23 თებერვალი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე 1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღეს დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
„საქართველოს ისტორიაში დღევანდელი თარიღი ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია. 23 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან ოკუპანტების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ქართველი იუნკერები. მათი თავგანწირვა, მებრძოლი სულისკვეთება ქართველი ხალხის უდრეკი ხასიათის სიმბოლოა და ერთი საუკუნის წინ სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების თავდადება ყოველი ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია. ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე და პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.
დღესვე გიორგი ტყემალაძემ საქართველოს პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026