29 იანვარი 2025 დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოში გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს შეხვდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც თვითმმართველობის საქმიანობით სკოლის მოსწავლეები ინტერესდებიან.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულოს საქმიანობით დაინტერესდით. თქვენი მოსაზრებები ქალაქის მომავალი განვითარების შესახებ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა" - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი ტყემალაძემ მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან ურბანულ, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიურ პროგრამებზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეების კითხვები სოციალურ პროგრამებს, განათლების საკითხებს, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკოლოგიას ეხებოდა.
საკრებულოში სტუმრობის ფარგლებში, №182 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
მარტი 20,2026
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა
მარტი 19,2026
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026