07 ივნისი 2022
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს XXXIX სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურები განიხილებოდა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე დაიკავებს. მეორე ვიცე- პრეზიდენტად კი, საბჭოს წევრებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი აირჩიეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.