03 მარტი 2024 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესა და პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, კულტურის ცენტრ „მუზაში" დედის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო კონცერტს დაესწრო.
ღონისძიებას ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ქალები, მათ შორის მრავალშვილიანი დედები და პენსიონერი ქალბატონები დაესწრნენ.
კონცერტში ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.
„დღეს ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის - დედის - დღეა. ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით კი მრავალშვილიან დედებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის - შვილების კარგად ყოფნას", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიების დასასრულს კი ქალბატონებს თაიგულები და საჩუქრები გადასცეს.
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026
თბილისის საკრებულოს სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
მარტი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026