29 აპრილი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად კ. კეკელიძის ქუჩაზე დამცავი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, კეკელიძის N25-ის მიმდებარედ დამცავი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა ახლომდებარე საცხოვრებელ სახლების ტერიტორიაზე გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც გულისხმობს როგორც უკვე არსებულთა აღდგენა-განახლებას, ასევე ახლის, თანამედროვე ინფრასტრუქტურული ერთეულების შექმნას. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სხვადასხვა სარეაბილიტაციო და გასამაგრებელი სამუშაოები, რომლებიც ასევე აქტიურად მიმდინარეობს თბილისში. ერთ-ერთი ასეთი პროექტია კეკელიძის N25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული 34 მეტრი სიგრძის კედლის განახლება-მშენებლობა. ეს სამუშაო ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026