25 თებერვალი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.
„1921 წლის 25 თებერვალი ჩვენი ისტორიის მძიმე და ტრაგიკული დღეა. დღე, როდესაც რუსეთის მე-11 არმიამ სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ შეძლო საქართველოს ოკუპაცია. ამ დღეს სამშობლოსათვის მებრძოლი ერის ღირსეული შვილები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ და საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებას მსხვერპლად შესწირეს. სწორედ სულის ასეთ სიძლიერესა და უდრეკ ხასიათზე დგას ჩვენი ქვეყანა. ქედს ვიხრით სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული გმირების წინაშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026