26 აპრილი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილეები-გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
გიორგი ტყემალაძემ დიმიტრი ყიფიანის დამსახურებაზე და მის მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის და გულანთებული პატრიოტის დაბადების დღეა. ჩვენ პატივი მივაგეთ მის ხსოვნას და იმ შეუფასებელ ღვაწლს, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გასწია. მისი ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უკომპრომისო ბრძოლის, სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს განვითარებაში დიმიტრი ყიფიანმა უდიდესი როლი შეასრულა. იგი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. დიმიტრი ყიფიანი 1876-1879 წლებში თბილისის პირველი არჩეული ქალაქის თავი იყო. თბილისის საკრებულოს ისტორიული სხდომათა დარბაზი სწორედ დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულოში საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, სახელობის საგამოფენო სივრცე ფუნქციონირებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026