24 აპრილი 2026
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე უძღვებოდა. სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N5-8 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 84 მილიონ 849 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 591 მილიონ 827 ათას ლარს.
შპს თბილისერვის ჯგუფის უფროსის მოადგილემ დავით ბოდოკიამ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს" შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით" ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი გააცნო კომისიის წევრებს.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის შეთანხმების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს ოთარ ჩიტიძეს მოუსმინეს, რომელმაც „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილებები გააცნო კომისიის წევრებს.