19 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის „ბიუჯეტის პროექტის შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ წარმოადგინა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 2 082 482,2 ათასი ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 983 178,0 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 99 304,2 ათასი ლარით. ხოლო განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ბიუჯეტი წარმოდგენილია შემდეგნაირად: განათლება - 300 602,4 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 50 558,8 ათასი ლარი.
არჩილ ნიჟარაძის განმარტებით, დედაქალაქის საბიუჯეტო პოლიტიკისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში მობილიზებულია შესაბამისი ასიგნები, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას.
კომისიამ ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება მუზეუმების, ბიბლიოთეკების და ხელოვნების სკოლების სამშენებლო-სარემონტო და მოდერნიზების პროცესის გაგრძელებას, მათი ფუნქციონირებისა და საქმიანობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლასა და დაცვას.
განათლებისა და კულტურის კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი დაუბრუნდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს წარდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025