27 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან შალვა პერანიძესთან და შალვა მაისურაძესთან ერთად „ნიუ ჰოსპიტალსს“ ესტუმრა.
სტუმრებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გიორგი რამიშვილმა უმასპინძლა და სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურა და გარემო დაათვალიერებინა.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ კლინიკაში ყოფნისას განაცხადა, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც პაციენტებს საჭირო მაღალი ხარისხის მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მქონე მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკების არსებობა მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები კი მზარდი ბიუჯეტით, სწორედ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული“,- განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.