12 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივამედს“ ეწვია და ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა.
კომისიის თავმჯდომარეს ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ და დირექტორმა სოფიო დათუაშვილმა უმასპინძლეს.
ბექა მიქაუტაძემ კომისიის წევრებთან ერთად სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა.
მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით დაკომპლექტებული მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში, რომლის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს მთლიანად შეესაბამება, მოქალაქეები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით სარგებლობენ.
შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების მკურნალობისთვის გადარიცხულ თანხებს შეეხო. აღინიშნა, რომ როგორც ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამიდან, ასევე სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებიდან და სხვა პროგრამა/ქვეპროგრამებიდან 2024 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეთა სამკურნალოდ გადარიცხულმა თანხამ 122 850 ათასი ლარი შეადგინა, გასულ წელს კი მკურნალობა მოქალაქეებს 87 583 ათასი ლარით დაუფინანსდათ.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას შორის გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის გამართულად მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მრავალპროფილური კლინიკა წლების განმავლობაში ასევე ემსახურება საქართველოში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, იქ ისინი როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას ხშირ შემთხვევაში უფასოდ ან შეღავათიან ფასებში იღებენ.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ცენტრის ხელმძღვანელობა ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით მომავალ შეხვედრებსა და საქმიან ურთიერთობაზე შეთანხმდნენ.
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026
საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
იანვარი 30,2026