12 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან, შალვა პერანიძესთან, ოთარ ჩრდილელთან, არჩილ ნიჟარაძესთან, შალვა მაისურაძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილე კახა აბულაძესთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან, ერთად ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალს ეწვია.
სტუმრებმა სკრინინგ ცენტრის დირექტორთან, ეთერ კიღურაძესთან, ერთად გარემო დაათვალიერეს და ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალში გამართულ შეხვედრას საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარი წევრი გივი ჩხარტიშვილი ესწრებოდა.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალში გამართულ შეხვედრაზე დირექტორმა სკრინინგ ცენტრის საქმიანობის და პროგრამების მოქმედების შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკრინინგის ძირითადი მიზანი დაავადებათა დროული დიაგნოსტიკაა. შეხვედრაზე საუბარი ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ კლინიკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სკრინინგის პროცესში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ჩართულობა. ამ პროგრამას ახორციელებს და სრულად აფინანსებს დედაქალაქის მერია. ასევე მნიშვნელოვანია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება. ადრეული დიაგნოსტიკა სკრინინგი საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზეა განთავსებული.