18 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან შალვა პერანიძესთან, შალვა მაისურაძესთან და არჩილ ნიჟარაძესთან ერთად საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას 40-ში, მდებარე „ევექსის" კლინიკას ესტუმრა.
საკრებულოს წევრებს კლინიკის დირექტორმა გიორგი გორდაძემ უმასპინძლა და სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერებინა. როგორც შეხვედრისას აღნიშნეს, კლინიკა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით არის დაკომპლექტებული.
საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსახლეობაზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის გამართულად მუშაობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
„ჩვენი თანამოქალაქეები „ევექსის" კლინიკებში ხარისხიან და სისტემაში მოყვანილ პირველადი ჯანდაცვის სრულ მომსახურებას იღებენ, რაც გულისხმობს ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.