22 დეკემბერი 2025 სასტუმრო პარაგრაფში ,,ელჩების კონფერენცია 2025“ გაიმართა, რომელზეც დიპლომატებს სიტყვით ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს.
მათ ელჩებს საქართველოს ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
კონფერენციაზე, ძირითადად, ისეთი გზავნილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორებიცაა: მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის ზრდა, გარე ჩარევები, ხელისუფლების გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა.
კონფერენციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, ელჩების კონფერენცია იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს უკვე მიღწეული შედეგები, განისაზღვროს მკაფიო საგარეო პოლიტიკური ამოცანები და სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის გამყარების მიზნით კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე.
გამომსვლელების თქმით, ეს კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევები, არსებული გამოწვევები და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები.
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ლევან მიქავას მოუსმინეს
მარტი 17,2026
ზურაბ აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო
მარტი 17,2026