2026-02-18 13:00:00
18 თებერვალს, 13:00-საათზე, გაიმართება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭების შესახებ.(გრძელდება გრიგოლ რობაქიძის ქუჩა)
2. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბარბარე ყიფიანის ქუჩის გაგრძელების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.(გრძელდება მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა)
7. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საბარგოს ხევისთვის და ბანაკის დასახლების I ქუჩისთვის საბარგოს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ.
10. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელის მინიჭების შესახებ.
11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და სამი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების შესახებ.
12. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
13. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის გუმათჰესის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.