13 ნოემბერს, 14:00 საათზე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედნის და აკაკი ჩხენკელის სკვერთან არსებულიუსახელო სკვერისთვის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოე რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დიმიტრი არაყიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფრანგი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის რობერ შუმანის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მძლეოსანის, ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩისთვის სპორტსმენის, ფეხბურთელ სერგო კოტრიკაძის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის I ქუჩისთვის და I ჩიხისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გურამ გაბისკირიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის და დიმიტრი კორახაშვილის I, II და IIIჩიხების სახელის მინიჭების შესახებ.
8. ,,ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბორის პაიჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის13 მაისის სახელის მიენიჭების შესახებ“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 სექტემბრის N447 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის კედარის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
10. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევისთვის და იოსებ მანსვეტაშვილის I შესახვევისთვის მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.