+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება

                                ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების პროექტი

 

 

 

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 8 ივნისის  №12-032115911-03   წერილის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით 2021 წლის 4 ივნისს შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ (ს/ნ 404481379)  მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი იქნა N10/01211551089-01 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირება.

 

აღსანიშნავია, რომ  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ შორის 2014 წლის 25 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კომპანიამ შეიძინა გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.

 

კომპანია აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ თელეთში, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ნაწილი გადადის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რაც წარმოდგენილი წერილის თანახმად, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მათ შორის, კომუნიკაციის პროვაიდერებთან ურთიერთობის, მშენებლობის ნებართვების მოპოვებისა თუ მიწის გადასახადის ადმინისტრირების კუთხით. 

 

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ მოთხოვნაა, ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, დაკორექტირდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების საზღვრები იმგვარად, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მოექცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზღვრებში.

 

ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის შესაცვლელი მონაკვეთი მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კრწანისის მუნიციპალიტეტში, მას ესაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საკრებულო.

 

წარმოდგენილ წერილს ასევე თან ერთვის კორექტირებული ელექტრონული რუკა, რომლის თანახმადაც დაკორექტირდა მონაცემები ( იხ.დანართი).

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაწყებულია წარმოება, წარმოდგენილი კორექტირებული რუკის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრების შეცვლის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დაინტერესებულ პირებს, მ/წლის 1 ივლისის ჩათვლით ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავისუფლების N2, ტელ: 032 2 98 60 16, ასევე შესაძლებელი მოსაზრებების წარმოდგენა  ელ.ფოსტაზე - tatia.barakadze@gmail.com; და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის  Facebook გვერდზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


LiveZilla Live Chat Software