+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“
კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს ერთჯერად კონკურსს თბილისის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის მოსწავლეებისთვის სახელწოდებით, „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“.

 

კონკურსის მიზანია ქალაქ თბილისის სკოლის მოსწავლეებმა გუნდურად შექმნილი ვიდეორგოლების მეშვეობით ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, გააანალიზონ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკი, საკუთარი და საზოგადოების როლი პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში. კონკურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს საკუთარ თავში აღმოაჩინონ/გამოავლინონ ახალი ნიჭი, შესაძლებლობები და ინტერესები, დაეუფლონ განსხვავებულ ცოდნას, საკუთარი ძალისხმევა მიმართონ თავიანთი და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობისაკენ.

 

წარმოდგენილი სამოყვარულო ვიდეოების შინაარსში უნდა წარმოჩინდეს მოსწავლეთა თვალით დანახული შემდეგი საკითხები:

 

საქართველო - გლობალური სამყაროს ნაწილი; 

მოზარდების თვითგანვითარება; 

თვითრეალიზაცია; 

პასუხისმგებლიანი, გლობალური მოქალაქე; 

სოლიდარობა, სოციალური ქცევა, ტექნოლოგიები. 

 

კონკურსში გამარჯვებულ 3 გუნდს (I, II და III ადგილები) გამოავლენს კომპეტენტური ჟური, რომელიც საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით: 

პოზიტიური ხედვა; 

შემოქმედებითი მიდგომა; 

სცენარი და შინაარსი; 

ფასეულობითი სარგებელი.

 

აგრეთვე, კონკურსში გამოვლინდება მე-4 გამარჯვებული ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. „ხალხის რჩეული“ გახდება ვიდეორგოლი, რომელიც საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 21-30 ივნისის პერიოდში, კონკურსის სოციალური ქსელის (ფეისბუკი) გვერდზე ყველაზე მეტ მოწონებას მიიღებს; 

 

საკონკურსო პრიზი:

გამარჯვებულ ოთხ გუნდს (I, II, III ადგილებზე გასული გუნდები და ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვებული გუნდი) გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების მიერ. 

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

წარმოდგენილი ვიდეორგოლისს ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 1,5წთ - 3 წთ;

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სკოლის მიერ შეივსოს ელექტრონული განაცხადი და საკონკურსო ნაწარმოები წარდგენილ იქნეს ელექტრონული სახით ელ-ფოსტაზე ectbilisi@gmail.com; (გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ სკოლის ნუმერაცია / სახელწოდება )

სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთვა)

 

კონკურსის მონაწილე შეიძლება გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სკოლის გუნდი, არაუმეტეს 4-5 მონაწილისა. საკონკურსო განაცხადის სახით სკოლას შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ვიდეორგოლი.  კონკურსში მიიღება და განიხილება კოვიდ-19 პანდემიასთან თემატურად დაკავშირებული ვიდეორგოლი, რომელსაც შექმნიან მონაწილე გუნდები კონკურსში მონაწილეობისთვის.

 

კონკურსის ჩატარების ეტაპები და ვადები:

I ეტაპი - განცხადების შევსებისა და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა - 2021 წლის 2 ივნისიდან 2021 წლის 20 ივნისის ჩათვლით;

II ეტაპი - ჟიურის მიერ ნამუშევრების გაცნობა, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით I, II და III ადგილებზე გასულ გამარჯვებულთა გამოვლენა; აგრეთე ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვებულის გამოვლენა -  2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით; 

III ეტაპი - გამარჯვებულების დაჯილდოება.

 

გადადით Facebook გვერდზე

 

საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 577 173004

15:00
04 ოქტ
საკრებულოს სხდომა
14:45
04 ოქტ
ბიუროს სხდომა
14:00
04 ოქტ
კომისიის სხდომა
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა
13:00
04 ოქტ
კომისიის სხდომა
სარევიზიო კომისია
12:30
04 ოქტ
კომისიის სხდომა
განათლებისა და კულტურის
12:00
04 ოქტ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
11:00
04 ოქტ
კომისიის სხდომა
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის
10:00
04 ოქტ
კომისიის სხდომა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის
16:00
03 ოქტ
კომისიის სხდომა
ეკონომიკური განვითარების
14:00
03 ოქტ
კომისიის სხდომა
გარემოს დაცვის
14:00
02 ოქტ
კომისიის გასვლითი სხდომა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
LiveZilla Live Chat Software