ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, რაიონის გამგებელთან კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი გახსნა. დასასვენებელი სივრცე ონაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თხოვნით მოეწყო.
"თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ონაშვილის ქუჩა N 9 - ში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ნაცვლად თანამედროვე სკვერი, სპორტული მოედნითა და ტრენაჟორებით მოეწყო. მეტი მწვანე სივრცისა და რეკრეაციული ზონების არსებობა მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა გითხრათ, რომ მწვანე პოლიტიკის განხორციელება, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.