თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი ქალაქ მინსკში თავისუფლების მოედანზე გამართულ ქართულ ფესტივალს- „თბილისობა“ დაესწრო, რომელიც ბელარუსში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის ორგანიზებით და ბელარუსში ,,IDS Borjomi International’’-ის ოფიციალური წარმომადგენლობის გენერალური სპონსორობით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, მინსკის მერი ანდრეი შორეცი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ფესტივალის ფარგლებში ქართული კულტურისა და ფოლკლორის გაცნობის, ასევე ქართული კერძების დაგემოვნებისა და მათი მომზადების შესაძლებლობა მიეცათ.
ფესტივალი თავისუფლების მოედანზე გამართული კონცერტით გაგრძელდა, სადაც ქართული სიმღერები კახაბერმა და ხანუმებმა შეასრულეს.
ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები მეორედ აღინიშნა.