8 მაისს 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირი №56-ის მიმდებარედ 1005 კვმ მიწის ნაკვეთის (მიწის საკ/კოდი:01.13.05.011.009) შპს „პეკულისთვის“ს/კ 205173550) იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ 2010 წლის 26 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მისი ახალი რედაქციით ჩამოყალიბების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 9 ივნისის №01-4/248 ბრძანებით განსაზღვრულ საიჯარო პირობებში ცვლილებების შეტანისა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბების შესახებ.( №04/5244)
2. ქ.თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირის VII კვარტალი, კორპუსი №5-ა-ბ-ს მიმდებარედ, 639 კვმ მიწის ნაკვეთიდან (საკ/კოდი: №01.14.04.017.023) 40 კვმ მიწის ნაკვეთის შპს „საოჯახოსთვის“ (ს/კ 425053700) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე.( №04/5244)
3. ქ.თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირი#41-ში, პირველ სართულზე მდებარე 86,32 კვმ ფართზე (ს/კ №01.10.15.017.003.01.540) იჯარისფორმით სარგებლობის უფლების შეწყვეტის, ამავე უძრავი ქონების ფიზიკური პირის რუსუდან კიკალეიშვილისთვის (პ/ნ:01010001219) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2014 წლის 14 იანვრის Q№1185368 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საიჯარო პირობებით გათვლისწინებული პირგასამტეხლოსგან მოიჯარის გათავისუფლების შესახებ (№04/19964)
4. №01.11.12.022.023; №01.11.17.008.032 და №01.11.17.005.088) საკადასტრო ერთეულების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის და დაინტერესებულ კომპანია შპს „portal”-თან (ს/ნ 404989241) გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის შესათანხმებლად წარდგენის თაობაზე. (№04/2387)
5. 2016 წლის 19 აპრილს შპს ,,ალმა ტრანსპორტსა’’ (ს/კ: 405142821) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N160405188) გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის/ დარღვევის გამო დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „ალმა“-ს (ს/კ: 204873388) გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე
6. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (##04/412 - მე-13 პოზიცია (AR1459581); 04/785 - მე-16 პოზიცია (AR1449535); 04/3750 - მე-7 პოზიცია (AR1483135); 04/3515 - მე-2 პოზიცია (AR1480603) ; 04/5167)
7. განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილებების შეტანის საკითხები (##04/3677; 3677 (დამატება); 04/4221; 04/5340; 04/5527)
1. ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლიპტოვის ქ. №8, №17-ში, თბილისის ზღვა, ბეშენოვას ქ. №7,№7ა,№9,№22,№24,№26,№28,№30-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ (№04/3677; 04/4221) - AR 1467519
2. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის #51-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.19.15.005.070) განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ (#04/4057) – AR1481979
3. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.19.22.011.012) ტექსტილის ფაბრიკის პროექტის დასამუშავებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების შესახებ (#04/5527) – AR1494021