26 აპრილს 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ.(№04/2656)
2. საქართველოს დედაქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მ2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ.(№07/4887)
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (მ2 და მ3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე.(№04/4885)
4. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.(№04/4008)