19 თებერვალს 11:00 საათზე , ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება
დღის წესრიგი:
1. ა/წ 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყების წინ, მაყურებლების, მათ შორის შშმ პირების უფლებების დარღვევის შესახებ;
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიების გათვალისწინების შესახებ.
მოწვეული სტუმრები:
• თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე;
• თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური;
• თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური - კახა ცეცხლაძე (უფროსის მოადგილე);
• თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსხური - რატი იონათამიშვილი.
• ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი“ - ზურაბ წერეთელი (დირექტორი);
• კომპანია ,,არტპალასი“ - მაკა შავგულიძე (გენერალური დირექტორი), ქეთი ტატიშვილი (იურისტი);
• დავით საყვარელიძე - რეჟისორი;
• თბილისის სპორტის სასახლე.
12.00 საათზე
1. ასოციაცია ,,მომავლის იმედი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მოსმენა საქართველოდან უცხო ქვეყნებში ჩვილი ბავშვების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით.