22 სექტემბერს, 11:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ 15.09.16 #07/16618 განცხადების განხილვა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა ბინის ქირით უზრუნველყოფის შესახებ;
2. ა.ა.ი.პ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ 15.09.16 #07/16568 განცხადების განხილვა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგის პროექტთან დაკავშირებით;
3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის 2016 წლის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინიცირებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ.