16 აგვისტოს 13:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. “ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩა #21-ში მდებარე 3216 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად მიღებული 25 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ფიზიკურ პირებს შორის 2010 წელის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე“
2. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების: ქალაქ თბილისში, ამაღლების ქ. (ყოფილი დავითაშვილი), ჩიხი III, N8-ში მდებარე 1097 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და ქალაქ თბილისში, ამაღლების ქ. ჩიხი III, N8-ში მდებარე 213 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხის და დაინტერესებულ კომპანიასთან - შპს „უტასთან“ გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების თაობაზე“
3. „ქალაქ თბილისში, ისნის რაიონის მიმდებარედ არსებული 2011 კვ.მ. და 138591 კვ.მ. მიწის ნაკვეთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზე“