16 აგვისტოს 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (04/14469; 04/14925; 04/14927; 04/14930; 04/13937 - მე-11 პოზიცია; 04/9753 - მე-6 პოზიცია)
2. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ (04/14470; 04/14643)
3. “ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის #2-1 დადგენილების, 23-ე მუხლის და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის #3-7 დადგენილების, მე-8 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის თაობაზე;
4. მიმდინარე საკითხები.