1 ივლისს 11.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ანგარიშის მოსმენა:
· „უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის“ საქმიანობის შესახებ;
· ააიპ „ლილოს მიუსაფართა თავშესაფარის“ ფუნქციონირების და ზოგადი საცხოვრებელი პირობების შესახებ;
· სხვა სახის ინფორმაცია უსახლკაროთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ.
მომხსენებელი:
· გელა ჩივიაშვილი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.