+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება

ანონსი

იანვარი 2018

თებერვალი 2018

მარტი 2018

აპრილი 2018

მაისი 2018

ივნისი 2018

ივლისი 2018

აგვისტო 2018

სექტემბერი 2018

ოქტომბერი 2018

ნოემბერი 2018

დეკემბერი 2018

იანვარი 2019

თებერვალი 2019

მარტი 2019

აპრილი 2019

მაისი 2019

ივნისი 2019

ივლისი 2019

აგვისტო 2019

სექტემბერი 2019

ოქტომბერი 2019

ნოემბერი 2019

დეკემბერი 2019

კომისიის სხდომა

9 ივნისს 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.  

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს დედაქალაქის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მ3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (04/10212).

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის - შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფისთვის“ (ს/კ:206267494) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებასთან დაკავშირებით დავალების მიცემის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (04/10131);

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის #17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. (#04/9764)

4. შ.პ.ს.,,მეთეგისთვის“ (ს/კ405082967) ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 56359 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: 01.17.01.065.062) 320 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხი (04/9540).

5. „ქ.თბილისში, გორგასლის ქ.#75-ის მიმდებარედ არსებული 389 კვმ, 6 კვმ და 6 კვმ მიწის ნაკვეთების (ს/კ: #1.18.06.019.093; 01.18.06.019.092; 01.18.06.019.109 ) პიდაპირი განკარგვის წესით შპს „ გიომირი+სპორტ-ტამისათვის“ (ს/ 406028301 ) სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის საკითხი“ (04/10017).

6. ქ.თბილისში, მუხიანის III მ/რ, კორპ #11-ის მიმდებარედ უძრავი ქონების (ს/კ: 01.11.13.005.023) ა(ა)იპ-საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისთვის (ს/კ:204889282) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, მუსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხი (04/10017).

7. ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ.#61-ის მიმდებარედ არსებული 9 კვმ მიწის ნაკვეთის (ს/კ:#01.14.03.021.020) პირდაპირი განკარგვის წესით შპს „დაის“-სთვის (ს/კ 405113666 ) სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის საკითხი (04/10017).

8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების  ქ.თბილისში, გლდანში მდებარე 50000 კვმ მიწის ნაკვეთის (საკ/კოდი: #72.13.33.805) და ქ.თბილისსი ქერჩის ქუჩაზე მდებარე 16922 კვმ მიწის ნაკვეთის (საკ/კოდი: #01.11.05.029.102 ) გაცვლის ფორმით პრივატიზების შესახებ (04/8672).

9. სს „აქსის თაუერსის’ (ს/ნ 405077704) საკუთრებაში  არსებული #01.14.14.003.174 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 354 კვმ მიწის ნავეთის უფლებრივად უნაკლო სახით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ქ.თბილისში, გალაქტინის ძეგლის მიმდებარედ არსებული 354 კვმ მიწისნაკვეთის საკადასტრო კოდი: #01.14.14.003.172) გაცვლის ფორმით პრივატიების საკითხი.  (#04/7713)

10. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (04/9481; 04/9753; 04/9920)

11. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ (04/9538; 04/9918; 04/9990; 04/10210)

LiveZilla Live Chat Software