5 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ორხევის დასახლება, ჩანტლაძის 4/2, ყოფილი ავტობაზა „ტურისტის“ შენობაში მცხოვრები დევნილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების განცხადების (6190/31.03.16) განხილვა.
მოწვეული უწყებები:
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
• სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
• საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
• სამგორის რაიონის გამგეობა.
• განმცხადებლები.
2. შპს „თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს“ დირექტორის თემურ შენგელიას განცხადებების (07/5294; 07/4992) განხილვა.
მოწვეული უწყებები:
• სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
• ირაკლი ფავლენიშვილი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
• ჯაბა სამუშია - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
• ვლადიმერ ძნელაძე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე.
• შპს „თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს“ თანამშრომლები.