16 ნოემბერს 16: 00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატვით ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ასევე თბილისში არსებული ყველა დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის, საქართველოსა და თბილისის მთავრობის, პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავისუფლების მოედანი N2.